- ენობრივი ნიშნის აღმნიშვნელი მხარე
- აქედან ქართულ სიტყვათხმარებაში შეიძლება შეგვხვდეს - „დენოტატი“ ნიშნის მატერიალურ მხარეს წარმოადგენს. ენობრივი ნიშნები აუცილებლად მატერიალური სახით უნდა იყვნენ გამოხატულნი, რომ შესაძლებელი გახდეს მათი საშუალებით კომუნიკაცია. სხვა გზა ადამიანებს უბრალოდ არ გააჩნიათ (თუ, რა თქმა უნდა, იოგების მსგავს ტელეკომუნიკაციას, როდესაც მათი მტკიცებით შესაძლებელი ხდება მანძილზე რჩეულ ადამიანთა შორის აზრების უშუალო გაზიარება). აღმნიშვნელი შეიძლება იყოს დაწერილი, გამოთქმული, წაკითხული ან მოსმენილი. ყველა შემთხვევაში ფიგურირებს ნიშნის მატერიალური გარსი. აღმნიშვნელი არის ის, რაც წარმოადგენს ენობრივ ნიშანს და ახორციელებს ამა თუ იმ ობიექტის აღნიშვნას.Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.